Gitoa | ტურ ოპერატორები
3810
page-template-default,page,page-id-3810,ajax_updown_fade,page_not_loaded,

ტურ ოპერატორები

ასოციაციის წევრები

დღეს ასოციაცია აერთიანებს 9 წევრს. ყველა წევრი კომპანია დაფუძნებულია საქართველოში და მათი საქმიანობა სრულად ან მნიშვნელოვანწილად, დამოკიდებულია შემომყვან ტურიზმზე. მუდმივი წევრები არიან ტურ-ოპერატორები და ტურისტული აგენტები, რომლებსაც გააჩნიათ დიდხნიანი გამოცდილება სამოგზაურო ინდუსტრიაში და აქვთ აპრობირებული პროფესიონალიზმი. ჩვენი მუდმივი და ასოცირებული წევრები წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებენ ტურებს და ტურისტულ ღონისძიებებს საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი).

ასოციაციის წევრები არიან კომპანიები და ინდივიდები, რომელთა აქტივობები და ინტერესები უკავშირდება ტურიზმის განვითარებას.

ასოციაციის წევრები საქართველოს შემომყვანი ტურიზმის 25%-ს გამოიმუშავებენ. ისინი აქტიურად მუშაობენ გაერთიანებული სამეფოს, ევრო კავშირის, ჩრდილოეთ ამერიკის, იაპონიის და სამხრეთ აზიის, დსთ-ს ქვეყნების, თურქეთის, ისრაელის და სხვა ბაზრებზე. ისინი წარმატებით ავითარებენ ახალ პროდუქტს სამხრეთ კავკასიის დანიშნულების ადგილებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის კარგად ნაცნობი მსოფლიოსთვის.

ამჟამად საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის 3 წევრი,  საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით წარმოდგენილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მრჩეველთა საბჭოში.

კავკაზუს ტრაველი / Caucasus Travel / www.caucasustravel.com

შპს ექსპლორ ჯორჯია / Explore Georgia Ltd / www.exploregeorgia.com

ეგზოტური / Exotour / www.exotour.travel

შპს კონკორდ თრეველი / Concord Travel Ltd / www.concordtravel.ge

ჯორჯიან დისქავერი ტურს / Georgian Discovery Tours / www.gdt.ge

გეორგიკა ტრეველი / Georgica Travel / www.georgicatravel.ge

შპს “ტურისტული სააგენტო ვიზიტ ჯორჯია” / Tourist Agency “Visit Georgia” Ltd / www.visitgeorgia.ge

ომნესტური / Omnestour / Caucasus Travel / www.omnestour.ge

შპს. ლივინგ რუთსი Living Roots/ www.travellivingroots.com